მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, სკოლის ბიბლიოთეკაში, ჩატარდა საქართველოს ოკუპაციას შეწირული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „გმირები უკვდავები არიან“.
მეცხრე კლასის მოსწავლეებმა გაიხსენეს და ისაუბრეს ეროვნული გმირების ღვაწლსა და თავდადებაზე სამშობლოს წინაშე. გაიხსენეს 1921 წლის თებერვლის ოკუპაცია,1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია,1992-1993 წლებში, აფხაზეთში დაღუპული სენაკელი ეროვნული გმირები: ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია, გენო ადამია და ნოდარ კანკია.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ - ისტორიის მასწავლებელი შორენა შამათავა და მუსიკის მასწავლებელი ლამზირა ბოკუჩავა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია, კლასის დამრიგებელი მაშა თოფურია და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრები.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა