მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლაში წარმატებით გრძელდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრის მიერ ინიცირებული პროექტი, რომლის მიზანია საგნობრივი სტანდარტით განსაზღვრულ მიმართულებებზე, სტრატეგიებსა თუ გამჭოლ უნარებსა და ღირებულებებზე ორიენტირება.
ახლახან გამართული სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია სწორედ აღნიშნულის დადასტურებაა.
ჩართულმა მოსწავლეებმა (ორი საგნის, ქართული ენა/ლიტერატურისა და ისტორიის ფარგლებში) გამოავლინეს მხატვრული ტექსტის ანალიზის, მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებზე დაკვირვების, კვლევა-ძიების, წყაროზე მუშაობისა და მსჯელობის, პრეზენტაციის წარდგენის, ასევე, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების უნარები, ეს უკანასკნელი გამოირჩეოდა ეთიკური ნორმების დაცვით, ერთმანეთისადმი სოლიდარობის განცდითა და ემპათიით.
„პროექტის ძლიერ მხარედ მივიჩნევთ მომიჯნავე კათედრების წარმომადგენელთა შეფასებებს. მათი თქმით, არაფორმალურმა განათლებამ სკოლაში უნდა მიიღოს მასშტაბური ხასიათი. გამოთქვეს იდეები და გამოხატეს მომდევნო პროექტებში თანამშრომლობის სურვილი. სკოლის დონეზე თანამშრომლობის ხარისხის გაზრდა კი წარმატებების წინაპირობაა“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან ინიციატორებს მიზანდასახული თანამშრომლობისა და სასკოლო საზოგადოების მოტივირებისთვის, ასევე - სკოლის პედკოლექტივსა და დირექციას მხარდაჭერისთვის, მოსწავლეებს ჩართულობის მაღალი ხარისხისთვის.
პროექტის ორგანიზატორები არიან - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრის წარმომადგენლები: ნანა ლომაია და თამარ პერტია.
„გულისხმიერი მადლობა პროექტის ხელმძღვანელ მასწავლებლებს!“-, დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა