მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედგოგები სწავლებისას მრავალფეროვან აქტივობებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
მათ შორის აღსანიშნავია, ისტ-ის შემეცნებითი და ამავე დროს სახალისო გაკვეთილი. საინფორმაციო ტექნოლოგიების პედაგოგმა - ხათუნა მამულაშვილმა იანვრის თვეში ერთ-ერთი გაკვეთილი მიუძღვნა საქართველოს ხუთჯვრიანი დროშის წარმოშობის ისტორიას. მან მოსწავლეებს მოუთხრო, რომ საქართველოს დროშას 700-წლიანი ისტორია აქვს. დროშაზე გამოსახული სწორკუთხა ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით - ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს განასახიერებს. თეთრი ფერი უმანკოებას აღნიშნავს, წითელი-სიმამაცეს, ვაჟკაცობას და სიყვარულს. 2004 წლის 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბთან და ჰიმნთან ერთად, საქართველოს ეროვნული სიმბოლო გახდა.
დაწყებითი კლასებს მოსწავლეებმა ინტერესით მოისმინეს მონათხრობი და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნეს საქართველოს დროშა.
მოსწავლეებისთვის გაკვეთილი მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, გარდა იმისა რომ საგანში ცოდნა გაიმდიდრეს, ქვეყნის მთავარი ეროვნული სიმბოლოს შესახებ კი ბევრი ახალი ინფორმაცია შეიტყვეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა