მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N143 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მათ მიღწევებზე აისახება.
ახლახან, სკოლის ერთ-ერთმა ნიჭიერმა მოსწავლემ - ლიკა გოგრიჭიანმა მონაწილეობა მიიღო გლობალური განათლების ქსელის (Global Education Network) მიერ ორგანიზებულ ევროპარლამენტის საერთაშორისო პროგრამაში, რომელიც გაიმართა, პარიზში.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს პროგრამა უნიკალური გამოცდილება იყო მოსწავლისთვის – მას შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო საერთაშორისო დისკუსიებში, შეხვედროდა ლიდერებს სხვადასხვა ქვეყნიდან და გაეზიარებინა საკუთარი მოსაზრებები გლობალურ საგანმანათლებლო და სოციალურ საკითხებზე.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ხარობენ და აღნიშნავენ სკოლისა და მასწავებელთა როლს.
„მისი წარმატება არ არის მხოლოდ ინდივიდუალური მიღწევა – ეს არის ჩვენი სკოლისა და მთლიანად საქართველოს ახალგაზრდობის დიდი ნაბიჯი საერთაშორისო ასპარეზზე! ვულოცავთ მას ამ მნიშვნელოვან გამოცდილებას და მადლობას ვუხდით გლობალური განათლების ქსელს ასეთი შესაძლებლობების შექმნისთვის!“- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა