მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა ამაგდარ პედაგოგს - ანა ნაკაშიძეს გლოვობს.
პედაგოგი არაერთი წელი ღირსეულად ემსახურა განათლებული და ინტელექტუალური თაობის აღზრდის საქმეს.
მის სკოლაში ახასიათებენ როგორც პროფესიასა და მოსწავლეებზე უზომოდ შეყვარეულ, მაღალი სულიერების მქონე ადამიანს, საუკეთესო კოლეგასა და მეგობარს. მისი გარდაცვალება სასკოლო საზოგადოებისთვის დიდი დანაკლისია.
„მეორე საჯარო სკოლის კიდევ ერთი პედაგოგი გახდა ზეციური საქართველოს ბინადარი. ბიოლოგიაზე, სკოლაზე, მოსწავლეებზე უსაზღვროდ შეყვარებული, სულიერად, მორალურად განსაკუთრებული, საუკეთესო კოლეგა და მეგობარი - ასეთად შემორჩება ჩვენს მეხსიერებას ქალბატონი ანა, ჩვენი ანა...
უფალმა სასუფეველში დაამკვიდროს მისი სული...“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
etaloni.ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი პატივსაცემი პიროვნების გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს სკოლასა და ოჯახს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა