მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას სთავაზობს, რაც მოზარდების სასწავლო მიღწევებზე აისახება.
სკოლის წარმატებულ მოსწავლეთა შორისააა მე-7 კლასელი დიმიტრი გულბანი, რომელიც 2024 წლის 8 ოქტომბერს კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის პროექტ „STEM სკოლაში“ ჩაირიცხა. ის 30 საუკეთესო მოსწავლეს შორის მოხვდა და საქართველოს ბანკის სტიპენდიით სრული დაფინანსება მოიპოვა.
ამჟამად, დიმიტრი მეორე მოდულზე აგრძელებს სწავლას. საგანმანათლებლო რესურსები საქართველოს ბანკის დაფინანსებით მიიღო.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ხარობენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, დიმიტრის ამ დიდ წარმატებას! მომავალშიც წინსვლასა და ახალ მიღწევებს ვუსურვებთ. მადლობა, კომაროვის სკოლასა და საქართველოს ბანკს შესანიშნავი პროექტისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
STEM სკოლა საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტია. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზაციას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა