მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან მეთოდებსა და სტატეგიებს მიმართავენ, რაც სასწავლო პროცესს მეტად საინტერესოს და შეცნებითს ხდის.
მათ შორის აღსანიშნავია, მე-5 კლასში ჩატარებული შთამბეჭდავი საჩვენებელი გაკვეთილი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.
პედაგოგმა მოსწავლეებს როლური თამაში შესთავაზა. ბავშვებმა კი მინი სპექტაკლი - მსოფლიო მხატვრების საუკეთესო ნამუშევრების აუქციონი - დადგეს.
„შთამბეჭდავია, რომ თავისი ნახატი წარმოადგინა და ავტობიოგრაფიაზე გვესაუბრა არაერთი ცნობილი მხატვარი: ვან გოგი, კლოდ მონე, სალვადორ დალი, რემბრანტი....და ჩვენი გამოჩენილი ქართველი მხატვრები: ფიროსმანი, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი... აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მთელ კლასს ჰქონდა მომზადებული პრეზენტაცია, იმდენად კარგად იცნობენ მიმდინარეობებს, ხატვის სტილს... “,- გვიყვებიან პრეზენტაციის შესახებ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და შემოქმედებითობა.
მოსწავლეთა ხელოვნების მასწვლებელი ნანა თაკალანძე გახლავთ.
მე-5 კლასელები (მასწავლებელი - მაია ნოდია) მარტის დღესასწაულებსაც გამოეხმაურნენ და აქვე წაიკითხეს ლექსები დედაზე, ქალზე, სიყვარულზე, დედაშვილობის ძალაზე...
„წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას - ჩემს პატარა მეგობრებსა და საგნის მასწავლებლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა