მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა.
მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს - დედებსა და პედაგოგებს 3 და 8 მარტი ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს.
პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს და დღე მეტად ემოციური გახადეს. მათ დედებს კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს უპირობო სიყვარული და მათ როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს. პედაგოგებს კი ბედნიერ დღეთა სიმრავლე უსურვეს და შემოქმედებითობით სიამაყის საფუძველი მისცეს.
„თოვლ-მზიანი დღვანდელი დღე გაალამაზეს ჩვენმა პატარებმა, ლექსებით მოეფერნენ დედებს, ქალბატონებს მიულოცეს გაზაფხულის შემობრძანება და უთხრეს, როგორ უყვართ, ეფერებიან და ეიმედებათ... ძვირფასო პედაგოგებო, ქალბატონებო, გილოცავთ და გლოცავთ „ჭრელკაბაში დაგაბეროთ ღმერთმა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შთაბეჭდილებებით აღსავსე და ძალიან დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ღონისძება, რომელმაც ემოციების გარეშე არავინ დატოვა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა