სიახლეები
პიროვნება

„მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ მასწავლებელი მისი მეგობარი და მხარდამჭერია“-  პირველი ობჩის საჯარო სკოლის პედაგოგი ნათია ყიფიანი
13-03-2025
-
+


ნათია ყიფიანი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლის პედაგოგია, რომლისთვისაც მოსწავლეებთან მეგობრული და ურთიერთთანამშრომლობაზე დამყარებული ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია. მოსწავლეთა დიდი მხარდამჭერი, ბავშვებს პოზიტიურ სასკოლო გარემოს სთავაზობს. მისი მთავარი მოტივაცია, მოსწავლეებთან მიღწეული შედეგებია, ამ შემართებით კი საკუთარი წვლილი შეაქვს განათლებული და ღირსეული თაობს ფორმირებაში. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლის პედაგოგი ნათია ყიფიანი პასუხობს. 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- მოსწავლის თვითშეფასების და აკადემიური მოსწრების გაზრდას.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემის, ურთიერთდახმარების სასწავლო გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლე არის აღიარებული და დაფასებული. მოსწავლემ უნდა იგრძნოს რომ მასწავლებელი მისი მეგობარი და მხარდამჭერია.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- არიან პოზიტიურები, მოტივირებულები და მომავალში ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბდებიან.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- ძლიერ სკოლას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- მიღწეული შედეგები.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- ჰარიტ ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხი“, ასტრიდ ლინდგრენის - „ემილის თავგადასავალი“, ჭაბუა ამირეჯიბის - „დათა თუთაშხია“, კონსტანტინე გამსახურდიას - „დიდოსტატის მარჯვენა“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- საახალწლო ღონისძიება, ექსკურსიები.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება