მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს ხალისით სწავლობენ, მათ მოტივაციაზე კი პედაგოგი ზრუნავს, რომელიც გაკვეთილებს საინტერეო აქტივობებით უმრავალფეროვნებს.
მათ შორის, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, მეორე-მესამე კლასის მოსწავლეებმა შექმნეს საყვარელი პერსონაჟები ანიმაციური ფილმებიდან, მათ აგრეთვე გამოიყენეს მზა ფიგურები და ისე შექმნეს მთლიანი ნახატები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მუშაობისას მოსწავლეები ავლენდნენ მზაობას და იყვნენ მოტივირებულნი, ამიტომ აქტიურად ერთვებოდნენ საგაკვეთილო პროცესში. ისინი ნაყოფიერად თანამშრომლობდენ როგორც მასწავლებელთან, ასევე -ერთმანეთთან. მუშაობდენ ინდივიდუალურად და წყვილებში.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნამუშევრების პრეზენტაცია და შეაფასეს ერთმანეთის ნამუშევრები.
გაკვეთილი იყო ინტერაქტიური კი გარემო ხალისიანი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ - მინისტრის ბრძანება
ნატო ჯავახია ინგლისური ენის მასწავლებელი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი