მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ აქტივობაში, ავლენენ ინიციატივასა და პასუხისმგებლობას. მათი ჩართულობა მოხალისეობრივ საქმიანობაში არა მხოლოდ ცოდნასა და უნარებს უვითარებს, არამედ აყალიბებს სოციალურად პასუხისმგებლიან პიროვნებებად. მათი აქტიურობა ნათლად აჩვენებს, რომ ისინი არა მხოლოდ იღებენ ცოდნას, არამედ თავადაც ქმნიან ღირებულ ცვლილებებს საზოგადოებაში.
ქუთაისის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ინიციატივის - „გახდი ქალაქის მოხალისე“ ფარგლებში, ქუთაისის N36 საჯარო სკოლიდან შეირჩა ორი გუნდი.
თითოეული გუნდი წარმოდგენილი იყო 5 -5 მოხალისე მოსწავლით, რომლებმაც დროის მცირე მონაკვეთში შეძლეს ძალიან საინტერესოდ განეხორციელებინათ თავიანთი ინიციატივები.
სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ და მადლობას უხიდან მათ საინტერესო ინიციატივებისთვის.
„მადლობას გიხდით სკოლის სახელით თქვენი აქტიური ჩართულობისთვის, შრომისმოყვარეობისა და ინიციატივისთვის. თქვენი მოტივაცია და პასუხისმგებლობა სასიკეთოდ ცვლის ჩვენს საზოგადოებას და ქმნის უკეთეს მომავალს. თქვენ ხართ ჩვენი სიამაყე!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ - მინისტრის ბრძანება
ნატო ჯავახია ინგლისური ენის მასწავლებელი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი