მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პროექტი ხელოვნებაში: „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა – მონუმენტი ‘საქართველოს მემატიანე’“
სკოლა ანაბასისის მეათე კლასის მოსწავლეებმა , ხელოვნების პედაგოგის ქალბატონ ნანა გიორგაძის ხელმძღვანელობით განახორციელეს საგანმანათლებლო და შემოქმედებითი პროექტი, რომელიც დაეთმო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – მონუმენტ „საქართველოს მემატიანეს“. პროექტის ფარგლებში, მათ შეისწავლეს ქართველი მოქანდაკისა და მხატვრის, ზურაბ წერეთლის შემოქმედება, მისი სტილი, კონცეფცია და ხელოვნებაში შეტანილი წვლილი. მოსწავლეებმა მომზადეს პრეზენტაციები, სადაც წარმოადგინეს ზურაბ წერეთლის ბიოგრაფია და მისი მხატვრულ-არქიტექტურული ხედვა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს „საქართველოს მემატიანე“ მონუმენტის სიმბოლიკაზე, ზომებსა და მასალაზე, ასევე მისი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ანალიზზე. დისკუსიის ფორმატში იმსჯელეს, რატომ შეირჩა აღნიშნული სტილი და როგორ უკავშირდება ეს ნამუშევარი საქართველოს ისტორიულ მემკვიდრეობას. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი შემოქმედებითი ნამუშევრები – გრაფიკული და სკულპტურული კომპოზიციები, ბუკლეტები, პლაკატები, კროსვორდები და ვიდეო ტესტები. მუშაობის პროცესში მათ ინტერდისციპლინარული მიდგომით გააერთიანეს ისტორია, ხელოვნება და დიზაინი. პროექტის დასასრულს კი მომზადდა ვიდეორგოლი, რომელიც შემაჯამებელი პრეზენტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. მასწავლებელმა პროექტი შეაჯამა და ხაზი გაუსვა ხელოვნების და კულტურული მემკვიდრეობის როლს ეროვნული თვითმყოფადობის, თვითგამოხატვისა და ესთეტიკური შეგრძნების განვითარებაში.
ქალბატონმა ნანამ აღნიშნა რომ ,,საქართველოს მემატიანე“ სიმბოლურად ასახავს ქართული ისტორიის, კულტურისა და სულიერების უწყვეტობას. მონუმენტის მასშტაბურობა და მხატვრული სტილი გვახსენებს, რომ ჩვენი წარსული და კულტურული მემკვიდრეობა მომავალზე პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ისევე, როგორც უძველესი მატიანეები ინახავენ ქართველი ერის ისტორიას, ამ ქანდაკებაში შერწყმულია ხელოვნება, ეროვნული მეხსიერება და მომავალზე ორიენტირებული ხედვა.
ამგვარად, ხელოვნება არა მხოლოდ ესთეტიკური ღირებულების მატარებელია, არამედ ეროვნული იდენტობის განმტკიცებისა და პატრიოტული სულისკვეთების გაღვივების საშუალებაც. „საქართველოს მემატიანე“ სწორედ ამის მტკიცე მაგალითია .’'
პროექტის შემაჯამებელ გაკვეთილზე განსაკუთრებულად გამოიკვეთა მასწავლებლისა და მოსწავლეების აქტიური და შედეგიანი თანამშრომლობა, რომელიც თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების სრულად რეალიზებას უწყობს ხელს. ქალბატონი ნანას პროფესიისა და ბავშვების სიყვარული, ღრმა განათლება, შემოქმედებითი უნარები და პასუხისმგებლობის მაღალი განცდა მისი წარმატებული საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს. ამ ინიციატივამ არამხოლოდ გააღრმავა მოსწავლეთა ცოდნა და კვლევითი უნარები, არამედ განავითარა მათი კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი საქმიანობისა და გუნდური მუშაობის უნარები. პროექტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ღირებულებებს, რაც ხელოვნებას კულტურული იდენტობის დაცვისა და მომავალი თაობებისთვის გადაცემის პროცესში აკისრია. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ხელოვნების კვლევისა და ანალიზის პროცესში, რამაც გააძლიერა მათი პატრიოტული სულისკვეთება და კულტურული თვითშეგნება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია