მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის საჯარო სკოლას დირექტორი ნინო მამაგულიშვილი წარმატებით ხელმძღვანელობს. თავად გულანთებული პატრიოტი მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდის და საკუთარი წვლილი შეაქვს განათლებული და ღირსეული თაობის აღზრდის საქმეში. მისი თაოსნობით სკოლაში უსაფრთო და კომფორტული გარემოა შექმნილი, სადაც მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ნდობა და ურთიერთპატივისცემა მთავარი ფასეულობებია.
გთავაზობთ, ბლიც-ინტერვიუს გრემის საჯარო სკოლას დირექტორ ნინო მამაგულიშვილთან.
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ნდობა და ურთიერთპატივისცემა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- არიან ზრდილობიანი, გულწრფელები, მოსიყვარულეები.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- გუნდურობას პლიუს პასუხისმგებლობა.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- აღვზარდო მომავალი თაობა პატრიოტ ადამიანებად.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- „გმირთა ვარამი“, „უქარქაშო ხმლები“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- საახალწლო ღონისძიება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა