მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პროექტი ,,ჩვენი ჯარი“, რომელიც სკოლებში სამხედრო მოსამსახურეების მოსწავლეებთან შეხვედრასა და თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაციის სახით ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს, მარტის ბოლოდან კვლავ განახლდება.
პროექტში ჩართული სამხედრო სპიკერები გენერალურ შტაბში თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესა და თავდაცის ძალების მთავარ სერჟანტს, მთავარ სერჟანტ გიორგი გოგოჭურს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე სპიკერებმა გენერალური შტაბის წარმომადგენლებს პრეზენტაცია წარუდგინეს და საბოლოო საკითხებზე იმსჯელეს.
პროექტის დახვეწისა და კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართვის მიზნით, შეიცვალა „ჩვენი ჯარის“ პრეზენტაცია, გადამზადდნენ სამხედრო სპიკერები და მომზადდა ახალი ვიდეორგოლები.
პროექტი „ჩვენი ჯარი“ საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონის საჯარო სკოლებს მოიცავს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ