სიახლეები
სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
14-03-2025
-
+


ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 

ღონისძიებაზე პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2024 წლის გამარჯვებულები ოთხ ძირითად საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ. 2024 წლის გამარჯვებულები არიან:

  • პროფესიული განათლების სტუდენტის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა მარიამ ჩხაიძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამის „საბიბლიოთეკო საქმე“ სტუდენტი. გამარჯვებულს პრიზი საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ გადასცა. 

  • პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი სსიპ კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ პროფესიული განათლების მასწავლებელმა გურამ დავითლიძემ მოიპოვა.  გამარჯვებულს პრიზი გადასცა ისრაელის საელჩომ საქართველოში. 

  • სსიპ კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“, პროგრამით - ინდუსტრიული დიზაინის შესრულება 2024 წლის პროფესიული განათლების პროგრამად დასახელდა.

  • 2024 წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორის სტატუსი მფლობელი  სს „ლიბერთი“ გახდა.

საქართველოს პარლამენტმა ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის სპეციალური პრიზით სსიპ კოლეჯი „მერმისი“ დააჯილდოვა. 

 ა(ა)იპ სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“ დააჯილდოვა პროფესიული უნარების სააგენტომ კატეგორიაში „დამსაქმებლებთან და ბიზნესთან თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკა“. 

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. 

კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, პროფესიული უნარების სააგენტო, ისრაელის საელჩო საქართველოში და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება