მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები გამორჩეულად აღინიშნა.
სკოლაში საგაზაფხულო დღესასწაულების კვირეული მოეწყო.
V კლასის მოსწავლეებმა დედებისთვის მისალოცი ბარათები დაამზადეს, საყვარელ ქალბატონებს მიუძღვნეს ლექსები და ჩაწერეს ვიდეორგოლი - „რატომ უყვართ დედა“.
მოსწავლეებისათვის აქტივობები მეტად სახალისო აღმოჩნდა. ყველაზე ძვირფას ადამიანებს გრძნობები გაუზიარეს და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
აგრეთვე გაიმართა დედის დღისადმი მიძღვნილი ნახატების გამოფენა. დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები გამოფინეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. ღონისძიების მონაწილეებს სიგელები გადაეცათ.
კვირეული კი საზეიმო ღონისძიებამ დააგვირგვინა, სადაც მოსწავლეებმა დედებსა და მასწავლებლებს სიყვარული და პატივისცემა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით დაუდასტურეს.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება