მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხვის საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
შესაბამისად, მოსწავლე-მასწავლეებლთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.
ორხვის საჯარო სკოლაში ამ დღისთვის მზადება ერთი კვირით ადრე დაიწყო.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - მირანდა ბანძალაძემ მოსწავლეები შეკრიბა სკოლის
ბიბლიოთეკაში და მათ ამ დღის არსსა და წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
აღნიშნა, რომ მიუხედავად მცირეკონტიგენტიანობისა სკოლა ყოველ წელს აქტიურად უერთდება მსოფლიო კამპანაის და გაიხსენა გასული წლის სასკოლო ღონისძიება. მან მოსწავლეებს ასევს სთხოვა აერჩიათ სასურველი წიგნი, რომელსაც წაიკითხვდნენ და ფინალურ ღონისძიებაზე ერთმანეთს შთაბეჭდილებებს გაიზიარებდნენ, ასევე ხმამაღლა წაიკითხავდნენ შერჩეულ საინტერესო ფრაზებს.
7 თებერვალს კი, სკოლაში წიგნიერების დღესასწაული მოეწყო. ღონისძიება გახსნა სკოლის დირექტორმა - თამილა მეგრელმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ღონისძიება მიულოცა და მოსწავლეებს შეახსენა დიდი ილიას სიტყვები - „უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა“. აქვე აღნიშნა, რომ წიგნი ცოდნის მიღების საუკეთესო საშუალებაა, მისი კითხვა კი
მეხსიერების განვითარების საუკეთესო გზა. მოსწავლეებს გაუზიარა ექიმების დასკვნაც, რომ კითხვა ტვინის იდეალური ვარჯიში .
„ასე, რომ წიგნის კითხვით ცოდნასაც მივიღებთ და ტვინსაც გავავარჯიშებთ“,- დასძინა დირექტორმა.
მოსწავლეებმა მათ მიერ შეჩეული წიგნებიდან წაიკითხეს საინტერესო ადგილები. ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს და გამოთქვეს სურვილი გაეცვალათ წაკითხული
წიგნები, სასწავლო წლის დასრულებამდე კი კიდევ ერთხელ მოაწყობენ მსგავს შეხვედრას და იმსჯელებენ წიგნების შესახებ.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მადლობა მოუხადა მოსწავლეებს აქტიური
ჩართულობისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა დედებს სიმღერები მიუძღვნეს და 3 მარტი აღნიშნეს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იმყოფებოდნენ პოლონეთში