მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.
პედაგოგმა სპეცმასწავლებლის კომპეტენცია დაადასტურა, ისტორიის და სამოქალაქო განათლების ჩაბარების შემდეგ, სპეციალური მასწავლებლის გამოცდაც წარმატებით ჩააბარა და მესამედ გახდა სერტიფიცირებული.
როგორც თავად გვეუბნება, ინკლუზიური სწავლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა ჩართვაა ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში სხვა მოსწავლეებთან ერთად. ინკლუზიური სწავლება ითვალისწინებს ყველა ტიპის მოსწავლის ჩართვას საგანმანათლებლო პროცესში.
ბავშვის უფლების კონვენციის თანახმად, განთლების მიღება ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა დისკრიმინაციული გამონაკლისის გარეშე.
პედაგოგს სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე შეაქვს სიტუაციური ამოცანები, ამონარიდები ინკლუზიური განათლებიდან. მოსწავლეებს მოსწონთ სიახლეები, მეტის მოლოდინი აქვთ, უჩნდებათ მიმღებლობა სსსმ დს შშმ მოსწავლეების მიმართ.
მისი აზრით, ყველა მასწავლებელი უნდა ფლობდეს მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების სტრატეგიებს.
თვითგანვითარებაზე ზრუნვა კი საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის ანალიზია.
საკუთარ თავს უნდა დაუსვან კითხვები:
-რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა ისგ-ს შედგენის დროს;
-რაში ეხმარება ისგ პედაგოგს და რატომ არის საჭირო ცვლილება;
-გეგმის ადაპტაციის 2 მიმართულება;
-რა არის აკომოდაცია და რა არის მოდიფიკაცია;
-აკომოდაციის სახეები;
-შეფასების აკომოდაციის სახე;
-ინსტრუქციის აკომოდაციის სახე;
-გარემო პირობების აკომოდაცია;
-დროის აკომოდაცია;
-რას ნიშნავს რაოდენობრივი და თვისებრივი მოდიფიკაცია;
-სმარტ მიზნები.
„სკოლა კონკურენტუნარიანია მაშინ, როცა სსსმ და შშმ მოსწავლეები ჰყავს, ადაპტირეული გარემოა, რესურსები მრავალფეროვანია, გამოყენებულია უნივერსალური დიზაინის პრინციპი. მასწავლებელი მეტად ემზადება, რათა ყველა მოსწავლეს მოარგოს აქტივობები.
ზემოთ აღნიშნული სტრატეგიების გამოყენეით მოსწავლებს უვითარდებათ პასუხისმგებლობის დელეგირების, ღია ურთიერთობის შემოქმედებითი აზროვნების უნარი, უჩნდებთ მიკუთვნებულობის განცდა, სკოლის აქტიურ წევრად გრძნობენ თავს, რაც თანასწორუფლებიან სწავლის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს. ინკლუზიური განათლების მიზანია, ყველა ბავშვს მისცეს თანაბარი შესაძლებლობა თანატოლებთან ერთად სწავლისა და ხარისხიანი განათლების მიღებისა საცხოვრებელ ადგილთან ახლოს“,- დასძენს პედაგოგი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს