მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, დირექცია და პედაგოგები მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ.
წელს, ჩვენი სახელოვანი მეფის - დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელი, ხოლო მოწამეობრივად აღსრულებული დედოფლის - ქეთევანის წამებისა და გარდაცვალებიდან 400 წელი გავიდა.
აღნიშნულ თარიღებთან დაკავშირებით, დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა - მაია ბასილაურმა მოსწავლეები ჩართო პროექტში - „დიდგორის გმირი და წამებული დედოფალი“, რომლის მიზანიც არის ბავშვებში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 4 მარტს სკოლაში ჩატარდა ვიქტორინა: „რა ვიცით დავით აღმაშენებლის და ქეთევან წამებულის შესახებ“.
ვიქტორინაში მონაწილეობდნენ მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები.
ბავშვებმა საფუძვლიანი ცოდნა გამოავლინეს წმინდანად შერაცხული სასიქადულო მეფის და დედოფლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ და მსმენელისა და ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურეს.
მოსწავლეებმა ვიქტორინა გაალამაზეს მხატვრულად წაკითხული ლექსებით და ლამაზად შესრულებული სიმღერით.
ვიქტორინა დასრულდა მე- 10 კლასის გუნდის - „ცხრაკარას“ გამარჯვებით.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლებაში ხელფასი 252 ლარით გაიზარდა - დეტალური ინფორმაცია
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
მოსწავლეები აქტივობებს შემოქმედებითად მიუდგნენ და საინტერესო ნამუშევრები შემნეს