მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების ყოფილი მინისტრი გიორგი ამილახვარი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონსულტანტად დაინიშნა - ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც სამი თვის წინ გაიარა ხელახალი ავტორიზაცია, ამბიციური გეგმები აქვს.
გიორგი ამილახვარი, რომელსაც საგანმანათლებლო სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება გააჩნია და დარგის პროფესიონალია, უნივერსიტეტს დაეხმარება ახალი გამოწვევების დაძლევასა და განვითარებაში.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამჟამად ფუნქციონირებს 45 აკრედიტებული საგანმანათლებლო ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამა როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ