მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
მათ შორის, მე-7 კლასში სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - ანა პეტროსიანმა მოაწყო ღია გაკვეთილი, რომლის თემა იყო - „არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულები“.
ბავშვებმა დამსწრეთ პრეზენტაციის საშუალებით წარუდგინეს საინტერესო ინფორმაცია. აღნიშნეს, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ყველამ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, თუნდაც არასრულწლოვანმა. მოზარდობა კი ის ასაკია, როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში. არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია კი უმნიშვნელოვანესია. მოსწავლეებმა უპასუხეს საინტერესო კითხვებს, გაიაზრეს თემა და ჩაუღმავდნენ არართ საკითხს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მათ ისწავლეს საკუთარი უფლებების დაცვა და სახელმწიფოს ვალდებულებები.
თემა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და აქტუალური აღმოჩნდა, რაც მთავარია, ბავშვებმა თემა კარგად გაიზრეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ ისინი იქნებიან საქართველოს კანონმორჩილი მოქალაქეები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თემა განმავითარებელი ხასიათის იყო, მოსწავლეებს ასწავლა მათი მოვალეობები და უფლებები, სახელმწიფოს ვალდებულებები, კანონი არასრულწლოვანებთან მიმართებაში, მოსწავლეებმა ასევე გაიგეს რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ არასრულწლოვანებს კანონდარღვევის შემთხვევაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
ღონისძიებაში მე-2, მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ
„კიდევ ერთხელ შევახსენეთ საკუთარ თავს, რომ ლადო ასათიანის მშობლიური კუთხის შვილობა თუ მისი სახელობის ბარდნალის სკოლის მოსწავლეობა ბევრს გვავალებს“