სიახლეები
სიახლეები

სასამართლომ სკოლას 10000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა 
18-03-2025
-
+


სასამართლომ სკოლას შშმ ბავშვის მიმართ დისკრიმინაციის გამო მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 10,000 ლარის გადახდა დააკისრა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკმაყოფილდა არასრულწლოვანი ბავშვის სარჩელი დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარის" წინააღმდეგ.

„სასამართლომ დააკმაყოფილა ორივე მოთხოვნა და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს. ასევე, სასამართლომ სკოლას დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 10,000 ლარის ოდენობით. საქმეზე მუშაობდნენ ადვოკატები: სოფიკო მენაბდიშვილი, თამარ გაბოძე. მოსამართლე: ლიანა კაჟაშვილი“,- ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ გაბოძე ამბობს, სასამართლომ გადაწყვეტილება 2023 წელს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიიღო.

მისი თქმით, საახალწლო ზეიმის ბოლოს დედას გადასცეს შვილის საბუთები და უთხრეს, რომ სკოლიდან გაათავისუფლეს. ეს იყო „პრესქული“, ანუ სკოლის მოსამზადებელი ეტაპი. ბავშვს აქვს აუტისტური სპექტრი და სჭირდება პერსონალური ასისტენტის დახმარება, რასავ დაწესებულება არც თავად უზრუნველყოფდა და არც დედას თანხმდებოდა, თავად მიეყვანა ადამიანი, რომელიც ბავშვტან იმუშავებდა და ამასთან, არც ფინანსურად დააწვებოდა „პრესქულს“.

„ფაქტის შემდგომ ჩვენ მიგვმართა დედამ, რომელიც იყო ძალიან უიმედო და სასოწარკვეთილი, მივმართეთ სასამართლოს. ვითხოვდით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას და მორალური ზიანის ანაზღაურებას. დავა გაგრძელდა ორი წელი და დღეს სასამართლომ მიიღო ბავშვის სასარგებლოდ გადაწყვეტილება“ – ამბობს თამარ გაბოძე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ავარიული კორპუსის ლიფტის შახტში 13 წლის ბიჭი ჩავარდა და დაიღუპა - შემთხვევა ავჭალაში მოხდა

როგორ უნდა ნახოთ მოსწავლის ჯამური შეფასების რეპორტი - დეტალური ინსტრუქცია

3 მიზეზი, როცა აპლიკანტებს თანხას სრულად დაუბრუნებს გამოცდების ეროვნული ცენტრი

პიროვნება

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად სოკრატეს ავირჩევდი“ - გაეცანით, სამების საჯარო სკოლის დირექტორის მზექალა მინაძის შეხედულებებს

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასთან თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება“

სკოლები

აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები შეასრულეს ცეკვები, სიმღერები და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადეს დედებს და მასწავლებლებს ამაგისთვის

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება