სიახლეები
სკოლები

წინარეხის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოსა და ესპანეთის მორაგბეთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრნენ
19-03-2025
-
+


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში ხშირად ტარდება სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო, შემეცნებითი თუ სპორტული ღონისძიება, რაც მიზნად ისახავს მოსწავლეთა სავალდებულო ცოდნის დაუფლება/გაღრმავებას, კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის გაცნობას და მათი ჯანსაღი ცხოვრების წესით აღზრდას.

სწორედ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სკოლის ექთნის - ციური გოდერძიშვილის ინიციატივით და სკოლის პედაგოგების - ნ. მერებაშვილის, ს. ლაცაბიძის, მ. თხინვალელისა და თ. მამულაშვილის მონაწილეობით, მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ დასწრებოდნენ ევროპის ჩემპიონატის საფინალო მატჩს რაგბში საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის.

ბილეთებით მოსწავლეები სკოლის მხარდამჭერმა, წინარეხის მკვიდრმა კახა ჩერქეზიამ დაასაჩუქრა, რისთვისაც მას სკოლის ადმინისტრაციის, პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლების სახელით მადლობას უხდიან. 

„ბავშვების სიხარული იყო უსაზღვრო და აქტიურად გულშემატკივრობდნენ ეროვნულ ნაკრებს.

თამაში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, რამაც უფრო მეტად გაალამაზა მოსწავლეთა დადებითი ემოციებით აღსავსე დღე“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ სკოლა მუდმივად გამოთქვამს მზაობას, რომ მსგავსი აქტივობები გაგრძელდეს, რათა ბავშვებში დაინერგოს აქტიური, სპორტული, ჯანსაღი ცხოვრების წესი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

განათლებაში ხელფასი 252 ლარით გაიზარდა - დეტალური ინფორმაცია

აბიტურიენტების საყურადღებოდ - NAEC შეხვედრას ჩაატარებს

პიროვნება
სკოლები
ქიმია-ბიოლოგიის წამყვანმა მასწავლებელმა - ლამზირა ონიანმა ამომწურავად ისაუბრა ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობაზე
 

მოსწავლეებმა დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს

ღონისძიების დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დედებსა და მასწავლებლებს ყვავილები მიართვეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება