სიახლეები
სკოლები

ვანის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროექტი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ განხორციელდა 
19-03-2025
-
+


ვანის N2 საჯარო სკოლა ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციის წამოწყებულ საინფორმაციო-სასწავლო კამპანიას აქტიურად შეუერთდა. 

სკოლაში სასწავლო პროექტი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ჩატარდა. პროექტი ცესკომ და სწავლების ცენტრმა 17 თებერვლიდან 7 მარტის პერიოდში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან პარტნიორობით სკოლებში განახორციელეს.

პროგრამა ფოკუსირებული იყო ახალგაზრდებზე, რომელთაც ახლო მომავალში პირველად ექნებათ შეხება არჩევნებთან.

ტრენერებმა საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე, ამომრჩევლებისთვის შეთავაზებულ სერვისებსა და საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებაზე ისაუბრეს, ახალგაზრდებს დემოკრატიული არჩევნების ჩატარების სტანდარტები გააცნეს. 

სასწავლო პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

პიროვნება
სკოლები

პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა

პროექტის მიზანია მრავალეთნიკური თბილისის შესწავლა

მოსწავლეებმა შესწავლილი ტექსტის მიხედვით, მოამზადეს რეკლამები და გამართეს „ვაჭრობა“

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

7 მარტს, კოლეჯი „ახალი ტალღაში“ სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები გამოფენა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება