მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში წარჩინებული მოსწავლის - გიორგი ბალიაშვილის წარმატებით ამაყობენ.
მოსწავლე კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის პროექტ „STEM სკოლაში“ ჩაირიცხა. მოსწავლე საუკეთესოთა შორის მოხვდა და საქართველოს ბანკის სრული დაფინანსება მოიპოვა.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა ულოცავს მე-10 კლასის წარჩინებულ მოსწავლეს - გიორგი ბალიაშვილს კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის პროექტ„STEM სკოლაში“ მოპოვებულ სტიპენდიას. რაც გულისხმობს სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებას. ვუსურვებთ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
STEM სკოლა საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტია. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზაციას.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია
მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა