მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით.
ახლახან, Vა კლასში, საგანის - „ჩვენი საქართველოს“ ფარგლებში (მასწავლებელი ფიქრია ხუჯაძე) განხორციელდა კლასგარეშე აქტივობის - „მე შემიძლია“ კიდევ ერთი ინიციატივა - სულგუნის დამზადება.
მოგეხსენებათ ყველა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეს განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი საერთო ქართული სამზარეულოს შექმნაში. განსაკუთრებულია მეგრელთა დამსახურება, რომლებმაც გამოიგონეს ყველის ისეთი სახეობა, როგორიც არის სულგუნი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული აქტივობის წინაპირობა იყო სამეგრელოს კუთხის შესწავლა, თემის ბოლო შემაჯამებელ გაკვეთილზე კი დაიგეგმა - სულგუნის დამზადების დემონსტრირება, რომელიც მეხუთეკლასელმა ანდრია ქამუშაძემ ითავა.
ანდრიამ ვიდეორგოლი ჩაწერა, სადაც ძალიან საინტერესოდ გვიხსნის, როგორ მზადდება მეგრული სულგუნი იმერეთში.
მოსწავლემ ვიდეო გაუზიარა თანაკლასელებს.
კლასგარეშე აქტივობები - „მე შემიძლია“ გრძელდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის
რომელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები არიან ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში - განახლებული სია ცნობილია
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს