მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და კონკურსში.
18 მარტს, ითხვისის N1 საჯარო სკოლაში დირექციისა და პედაგოგების ხელმძღვანელობით, ჩატარდა ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა".
ინტელექტუალურ თამაშში ჩართულნი იყვნენ დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.
მონაწილეები გუნდებად იყვნენ დაყოფილნი, თითოეულ ჯგუფს ჰყავდა ლიდერი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გუნდის წევრები რაციონალურად წარმართავდნენ მსჯელობას.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ. შეკითხვები დაფუძნებული იყო ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარებზე.
„ინტელექტუალურმა თამაშმა მოსწავლეებში გაააქტიურა აზროვნების წყურვილი. თამაშში გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები. ისინი მონაწილეობას მიიღებენ საქალაქთაშორისო ტურში. მსგავსი ინტელექტუალური თამაშები მოსწავლეებს ეხმარება მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის
რომელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები არიან ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში - განახლებული სია ცნობილია
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს