მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
15-16 მარტს საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაცია ALERT KNOWLEDGE SERVICES-ის მიერ ორგანიზებულ გლობალური განათლების სამიტს უმასპინძლა, რომელიც ქალაქ თბილისში, შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა და მას 6 ქვეყნის ოთხმოცდაათამდე დელეგატი ესწრებოდა.
სამიტის საპატიო დელეგატი გახლდათ თბილისის N103 სკოლის დირექტორი - არჩილ ჩხაიძე, ქიმიის მასწავლებელი რუსუდან ნუცუბიძე და XI კლასის მოსწავლე, მოსწავლეთა თვითმართველობის თავმჯდომარე ნინი ყარყარაშვილი.
სამიტზე მასწავლებლებმა, ინოვატორებმა და აზროვნების ლიდერებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან განიხილეს გლობალური საგანმანათლებლო სივრცისთვის უმნიშვნელოვანესი თემები: „ჰიბრიდული სწავლის მომავალი: ინოვაცია, გამოწვევები და შესაძლებლობები“ და „საკლასო ოთახის ხელახლა წარმოდგენა: ტრადიციული და ციფრული სწავლების შერწყმა“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სამიტი მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი გახდა განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და გამოცდილებების გაზიარების თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ, წარმოშობს წარმატებას და ხელს უწყობს განათლების მომავალს მსოფლიოს მასშტაბით. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის - ჯემალ გამახარიას მიმართვა სამიტის დელეგატებისადმი. მან თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ოკუპირებულ აფხაზეთში განათლების მიმართულებით ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობის აუცილებლობას.
„მადლობას ვუხდით ნაყოფიერი დღისთვის AKS- დამფუძნებლებს დინეშ კამრას, სარვეშ ჯაგდირაჯს, მაჰეშ კამრას, ასევე Teachers Community Georgia-ს, ინგა ხარჩილავას, კახაბერ ჩანკვეტაძეს, ნინო ცარციძეს და მარიამ მამაგულაშვილს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის
რომელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები არიან ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში - განახლებული სია ცნობილია
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს