მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლის პედაგოგები არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, არამედ მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ.
ახლახან, სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?” ფინალი გაიმართა.
ფინალში მონაწილეობდნენ მოსწავლეთა გუნდები - „ლომები“ და „არწივები”. გუნდებმა ერთმანეთს ღირსეული კონკურენცია გაუწიეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
გამარჯვება მოიპოვეს „ლომებმა“ 10 ქულით, თუმცა მათ ტოლი არც არწივებმა დაუდეს, გამარჯვებამდე მხოლოდ ერთი ქულა აშორებდათ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თამაშმა ძალიან გაამხიარულა მოსწავლეები.
„თამაშისადმი გამოწვეული ინტერესის გამო, მსგავსი აქტივობები მათ არასდროს მოაკლდებათ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის
რომელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები არიან ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში - განახლებული სია ცნობილია
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს