მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები ამ მიმართულებით მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ. მოსწავლეები კი მხატვრულ ლიტერატურას ხალისით ეცნობიან, განიხილავენ და ამ გზით თვალსაწიერს იფართოებენ. ცოდნას კი ნორჩი მკითხველები სხვადასხვა ღონისძიებასა თუ კონკურსზე წარმოაჩენენ.
ახლახან, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ინტელექტკლუბმა ჩაატარა ვიქტორინა- კონკურსის - „ჩვენ ვკითხულიბთ“ პირველი ტური, რომლის მიზანი იყო საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაცია.
კონკურსს შეუერთდა დარჩელის N1 საჯარო სკოლის ნორჩ მკითხველთა გუნდი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გუნდი გამოირჩეიდა სწორი პოზიციის ჩამოყალიბებით მხატვრულ ნაწარმოებში დასმული პრობლემის მიმართ.
„წარმატებებს ვუსურვებ „ოპტიმისტებს“ შემდეგ ტურებში“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის
რომელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები არიან ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში - განახლებული სია ცნობილია
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს