მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სკინდორის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
18 მარტი ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, სკინდორის საჯარო სკოლაში დაწყებითი განათლების მასწავლებლის - ნანა კუპატაძის ინიციატივითა და ორგანიზებით, სასკოლო კვირეული მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა სახის აქტივობა მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებად.
20 მარტს გამართულ შეხვედრაზე ნანა კუპატაძემ შეაჯამა გაწეული მუშაობა და მოსწავლეების აქტიური ჩართულობით ისაუბრა ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობაზე.
კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება 24 მარტს გამოფენის სახით, სადაც მოსწავლეები და მასწავლებლები წარმოადგენენ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებით შექმნილ ნივთებს.
აღსანიშნავია, რომ გამოფენაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს - სასკოლო თუ სათემო საზოგადოების ნებისმიერ წევრს.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის კვირეულის ორგანიზატორს და მუშაობის პროცესში ჩართულ ყველა პირს.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რას უნდა ელოდნენ ბაღების თანამშრომლები - „ეცნობოს [...] ორგანიზაციული ცვლილებების დაწყების გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ“
საქართველოში ყველაზე მცირე ასაკის დამნაშავეები 8 წლისები არიან, დანაშაული 14 წლამდე 75-მა მოზარდმა ჩაიდინა - სტატისტიკა
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა