მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ფორმალურ განათლებასთან ერთად უმნიშვნელოვანესია მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა და ამ გზით მათი თვალსაწიერის გაფართოება და ცოდნის გამდიდრება.
20 მარტს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა, არქეოლოგიის დოქტორმა დიმიტრი ჟვანიამ ჩაატარა ონლაინ-ლექცია: „აღმოჩენიდან ლიტერატურამდე“.
ლექციას ესწრებოდნენ: მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეს და სოფელ ოჩეს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება - საქართველოს საპატრიარქოს რუის-ურბნისის ეპარქიის ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები.
ლექციის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ საქართველოში ქვის, ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის არქეოლოგიურ ძეგლებს, მათი აღმოჩენისა და შესწავლის ისტორიას და არტეფაქტების გზას პოვნიდან სამეცნიერო ნაშრომებსა და სასკოლო სახელმძღვანელოებამდე.
ლექციის ბოლოს მოსწავლეებმა დასვეს კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით და მიიღეს ამომწურავი პასუხები.
დოშაყეს საჯარო სკოლაში დიმიტრი ჟვანიას საინტერესო ლექციისთვის მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სურამის N4 საჯარო სკოლაში ხანძარია - დირექტორი პირველ კომენტარს აკეთებს
„რესურსცენტრი თვალყურს ადევნებს სკოლას და უფლებამოსილია, გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე...“
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
აქტივობა სასკოლო საზოგადოების ინფორმირებას, ემპათიის უნარის გამომუშავებასა და თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებას ისახავდა მიზნად
ბავშვებმა შეიტყვეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები მზის შვილების შესახებ და ასევე, საინტერესოდ დააკავშირეს მათემატიკასთან თარიღი
კლასის დამრიგებელმა, ნათელა ნატმელაძემ, პირველკლასელებს გაუზიარა დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაციული მასალები