მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამხედრო საქმეს ხალისით სწავლობენ. საგნის მიზანია მოსწავლეების პატრიოტული სულისკვეთებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება.
ახლახან, IX-ა,ბ,გ კლასების მოსწავლეები (დამრიგებლები თამილა ფურცხვანიძე, მაია დიდბერიძე, ლელა მანჯავიძე) სამხედრო საქმის პედაგოგ კახაბერ ჯიბლაძის ორგანიზებით ღია კარის დღეზე იმყოფებოდნენ ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე.
ბავშვებმა გვირგვინით შეამკეს დაღუპულ მეომართა მემორიალი, ეწვივნენ ბრიგადის ისტორიულ მუზეუმს, მოინახულეს ჯარისკაცთა სასადილო და საცხოვრებელი ყაზარმა, აგრეთვე საკლასო და შეიარაღების ოთახები, საბრძოლო იარაღი და აღჭურვილობა.
დაათვალიერეს ავტოფარეხში განთავსებული საარტილერიო დანადგარები და საავტომობილო ტექნიკა.
„ნაყოფიერი და ემოციებით დატვირთული დღე გვქონდა. მადლობას ვუხდით ბატონ კახაბერს და კლასის დამრიგებლებს საინტერესო აქტივობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვაკანსიის ვადები და პირობები ცნობილია
საქართველოში ყველაზე მცირე ასაკის დამნაშავეები 8 წლისები არიან, დანაშაული 14 წლამდე 75-მა მოზარდმა ჩაიდინა - სტატისტიკა
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა