მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაბა ასპინძის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე.
აქედან გამომდინარე, ნაყოფიერი საგაკვეთილო პროცესის პარალელურად, ბავშვები ერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში, რომელიც მიღებული ცოდნის განმტკიცებასა და მათი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს, დაბა ასპინძის საჯარო სკოლა შთამბეჭდავი აქტივობით შეუერთდა.
„ჩვენი მოსწავლეები სპეციალურ მასწავლებლებთან ერთად შეუერთდნენ ჭრელი წინდების აქციას; მათ მხარი დაუჭირეს ინკლუზიასა და თანასწორობას“, - ასე გამოეხმაურა სასკოლო საზოგადოება ღონისძიებას, რომელიც მთავარ მიზანს ემსახურებოდა: კიდევ ერთხელ, ხმამაღლა განეცხადებინათ, რომ დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში ქრომოსომებს არ ითვლიან!
21 მარტს მთელი მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება მათ შორის საქართველოში.
ამ დღის მიზანია ხელი შეუწყოს დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ სტიგმებისა და სტერეოტიპების მსხვრევას და მათ სრულუფლებიან მოქალაქეებად დამკვიდრებას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რას უნდა ელოდნენ ბაღების თანამშრომლები - „ეცნობოს [...] ორგანიზაციული ცვლილებების დაწყების გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ“
საქართველოში ყველაზე მცირე ასაკის დამნაშავეები 8 წლისები არიან, დანაშაული 14 წლამდე 75-მა მოზარდმა ჩაიდინა - სტატისტიკა
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა