მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის ბრძანება, რეორგანიზაციის დაწყებასთან დაკავშირებით, სააღმზრდელო დაწესებულებებში უკვე დაიგზავნა.
დოკუმენტმა შესაბამის წრეებში დიდი მითქმა-მოთქმა და გაუგებრობა გამოიწვია, განსაკუთრებით კი იმ პუნქტმა, რომელიც თანამშრომლების შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმირებას ეხებოდა:
„ეცნობოს [...] ყველა თანამშრომელს ორგანიზაციული ცვლილებების დაწყების გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ“.
რას ემსახურება რეორგანიზაცია ბაღებში? - მერიაში განმარტავენ, რომ მათ დაქვემდებარებაში არსებულ ყველა უწყებას ეხება რეორგანიზაცია და არა მხოლოდ სააღმზრდელო დაწესებულებებს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოში კი etaloni.ge-ს განუცხადეს:
„რეორგანიზაცია რამდენიმე მიმართულებას შეეხება, მათ შორის არის ბაღების ადმინისტრირების კომპონენტი. სააგენტო დადგა კვალიფიკაციის გადახედვის საჭიროების წინაშე იმ პერსონალის მიმართ, რომელიც ჩართულია ბაღების სახაზინო ოპერაციების მართვაში. ასევე, დადგა საკადრო ოპტიმიზაციის აუცილებლობა, ალტერნატიულ ფართებში განთავსებული ბაღების საკადრო რესურსის ეფექტიანი გადანაწილებისათვის“.
ეს ნიშნავს, რომ ხაზინაზე გადასულ ბაღებს დასჭირდებათ კვალიფიციური ბუღალტრები მაშინ, როდესაც აქამდე მათ მოვალეობას შეთავსებით სხვადასხვა კადრები ასრულებდნენ.
რაც შეეხება პერსონალის შემცირება-არშემცირების საკითხს, სააგენტოში აცხადებენ, რომ საუბარია კადრების ეფექტიან გადანაწილებაზე, შემცირების შესახებ კი ინფორმაცია არ აქვთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ