მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სოციალური მუშაკის ინიციატივით დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნავად სხვადასხვა აქტივობები გაიმართა.
ჩატარდა პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ დაუნის სინდრომი არის ადამიანის გენეტიკური მდგომარეობა, როდესაც ყველა უჯრედში 46 ქრომოსომის ნაცვლად, 47 ქრომოსომაა. ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა, აქედან გამომდინარე, დაუნის სინდრომი დაავადება არ არის. ღონისძიების მიზანი იყო, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა. სასკოლო საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია სინდრომის შესახებ.
ბავშვებმა გაიაზრეს, რომ მნიშვნელოვანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი მოვიხსენიოთ სახელით და არა დაუნის სინდრომის მქონე პირად. აუცილებელია უთვალავი ჭრელი წინდის კამპანია, რატომ ჭრელი წინდა?! - რადგან წინდა ქრომოსომას ჰგავს, ჭრელმა წინდებმა მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ადამიანამდე მიიტანა ინფორმაცია დაუნის სინდრომის, 21-ე ქრომოსომული წყვილის ტრისომიის შესახებ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მოსწავლეების მოწამვლასთან დაკავშირებით, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა....“ - ახალი ბრალდებები და კაკაბეთის საჯარო სკოლის დირექტორის განმარტება
რესურსცენტრებს საბავშვო ბაღების მონიტორინგიც დაევალებათ - კიდევ რა მიმართულებით იმუშავებენ ტერიტორიული ორგანოები
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
პოეზიის საღამო გაფორმებული იყო მუსიკალურად
დაწყებითი კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ შემოქმედებით აქტივობაში