მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N117 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას. აქედან გამომდინარე, ხარისხიანი და საინტერესო საგაკვეთილო პროცესის პარალელურად, ტარდება მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც მიმართულია ბავშვების ცნობიერების ამაღლებისკენ.
სწორედ პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების დამსახურებით, თბილისის N117 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის თანასწორობა-ტოლერანტობა ცხოვრების კრედოა და ამის დასტურია დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღისადმი მიძღვნილი ემოციური ღონისძიება.
ეს გახლდათ კამპანია, რომლის ორგანიზატორებიც გახლდნენ ხელოვნების პედაგოგები, ბავშვებმა კი შექმნეს თემატური ნახატები.
„თბილისის N117 საჯარო სკოლაში გაიმართა ცნობიერების ასამაღლებელი საინფორმაციო კამპანია „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“.
ხელოვნების პედაგოგების ხელმძღვანელობით სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა ამ დღესთან დაკავშირებით მოამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც მოსწავლეებში გაავრცელეს, სკოლის მხატვარ- შემოქმედმა ბავშვებმა შექმნეს თემატური, საინტერესო, ფერადი ნახატები, სლოგანები, რომელიც გამოიფინა სასკოლო სივრცეში“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მოსწავლეების მოწამვლასთან დაკავშირებით, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა....“ - ახალი ბრალდებები და კაკაბეთის საჯარო სკოლის დირექტორის განმარტება
რესურსცენტრებს საბავშვო ბაღების მონიტორინგიც დაევალებათ - კიდევ რა მიმართულებით იმუშავებენ ტერიტორიული ორგანოები
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
პოეზიის საღამო გაფორმებული იყო მუსიკალურად
დაწყებითი კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ შემოქმედებით აქტივობაში