მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის მუნიციპალიტეტის, წიწკანაანთსერის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვების მრავალმხრივ განვითარებას; აქედან გამომდინარე, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, პედაგოგების ხელმძღვანელობით ტარდება მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებასა და მიღებული ცოდნის განმტკიცებას ემსახურება.
ამის დასტურია გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილი ღონისძიება - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, თამარ სეფაშვილმა III, VII და VIII კლასების მოსწავლეებს მოუთხრო გალაკტიონის ბიოგრაფიის საინტერესო ეპიზოდები, რამაც მოსწავლეთა ინტერესი გააღვივა - მათ მოისურვეს, მეტი შეეტყოთ მე-20 საუკუნის უდიდესი პოეტის შესახებ.
აქტივობის ფარგლებში, კლასში მოსწავლეებმა ნახეს რეზო თაბუკაშვილის სახელობის თეატრის მიერ
შექმნილი დოკუმენტური ფილმი, აგრეთვე მოისმინეს გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფის - ვახტანგ ჯავახაძის მონათხრობი პოეზიის უგვირგვინო მეფე გალაკტიონზე...
„ასევე წაიკითხეს გალაკტიონის ლექსები და აღფრთოვანდნენ ლექსწერის სტრატეგიებით: მხატვრული
ხერხებით, რითმითა და განუმეორებელი რიტმით... შთამომავლობამ შეიყვარა „მე და ღამის“, „მთაწმინდის მთვარის“, „ლურჯა ცხენების“, „იისფერი თოვლისა“ და კიდევ სხვა მრავალი პოეტური შედევრის შემქმნელი „მეფე მგოსანი“ - გალაკტიონი.
მოსწავლეები გაეცნენ გალაკტიონის წერილს ოლღა ოკუჯავასადმი, ასევე ოლღას საპასუხო წერილს. მოიხიბლნენ უსათუთესი ეპითეტებით შემკული წერილით, რომელიც მან დედას გაუგზავნა სოფელში...“ - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიების დასასრულს შეიქმნა ორი ჯგუფი და შერჩეული ლექსის - „წერილი სოფლიდან“ სტრიქონების ორტაეპედებში გამოტოვებული ბოლო სიტყვების სანაცვლოდ, პირადი გამოცდილებითა და წინა ტაეპის რითმაზე დაკვირვებით შეავსეს დაკლებული სარითმო ერთეულები...
„რითმობანა“ შემეცნებითი და სახალისო აღმოჩნდა ბავშვებისთვის - მათ კარგად გაართვეს თავი შეთავაზებულ აქტივობას, შემდეგ კი ლექსის სტრიქონები თანამიმდევრულად დაალაგეს და აღადგინეს ლექსი.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მოსწავლეების მოწამვლასთან დაკავშირებით, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა....“ - ახალი ბრალდებები და კაკაბეთის საჯარო სკოლის დირექტორის განმარტება
რესურსცენტრებს საბავშვო ბაღების მონიტორინგიც დაევალებათ - კიდევ რა მიმართულებით იმუშავებენ ტერიტორიული ორგანოები
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
პოეზიის საღამო გაფორმებული იყო მუსიკალურად
დაწყებითი კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ შემოქმედებით აქტივობაში