მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N28 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და ინკლუზიურობის პრინციპების გაძლიერებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პროექტი, რომელიც სკოლაში 21 მარტს განხორციელდა ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ამისა.
პედაგოგებმა - ლიანა ქსოვრელმა და ასმათ იობაშვილმა მოსწავლეების წინაშე წარადგინეს საინტერესო პრეზენტაციები და ბავშვებს გააცნეს დაუნის სინდრომის რაობა და მათთან ერთად სინდრომის შესახებ არსებული მითები დაამსხვრიეს.
პრეზენტაციები არა მხოლოდ ინფორმაციული, არამედ ინტერაქტიულიც იყო, რადგან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
პროექტში მონაწილეობდნენ: მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები, დირექცია და მასწავლებლები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ კითხვა-პასუხის რეჟიმში. შეხვედრა საინტერესო და შემეცნებითი იყო.
პროექტის განხორციელებაში პედაგოგებს ტექნიკური დახმარება გაუწია ნიკოლოზ როსტიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ასეთ ინიციატივებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ტოლერანტული და ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბებაში, ხელს უწყობს მოსწავლეთა სოციალურ განვითარებას, ემპათიისა და საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას, რაც მომავალში მათ უფრო შეგნებულ და ჰუმანურ მოქალაქეებად აყალიბებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალები და სარეგისტრაციო ბმული
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას