სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიებებით გამოეხმაურა
01-04-2025
-
+


დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია აქტიურად შეუერთდა. 

სკოლა-გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბიოლოგიის პედაგოგ მარიამ ბერიძის ინიციატივით, გაიმართა საინფორმაციო- შემეცნებითი ღონისძიება, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და ინკლუზიური განათლების მნიშვნელობის ხაზგასმა.

მოსწავლეებმა მოამზადეს და წარმოადგენეს საინტერესო პრეზენტაციები და ვიდეორგოლები, რომლებიც მოიცავდა დაუნის სინდრომის რაობის შესახებ ინფორმაციას, ვიდეროგოლებში კი  მოყვანილი იყო რეალური ისტორიები და შთამაგონებელი მაგალითები, რაც დაეხმარა მონაწილეებს უკეთ გაეცნოთ საკითხი.

პრეზენტაციების დასასრულს ჩატარდა ვიქტორინა, რომელშიც მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა გამოავლინეს. ვიქტორინის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული, რომელიც დაჯილდოვდა. 

აღსანიშნავია, რომ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა სკოლა-გიმნაზიის ყველა კლასში, სადაც ჩატარდა თემატური კლასის საათები, მოსწავლეებმა შექმნეს პლაკატები და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტივობაში, რაც ხელს უწყობს ინკლუზიური გარემოს გაძლიერებას.

21 მარტი – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. კვირეული, რომელსაც ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა ქვეყანა და მათ შორის საქართველო აღნიშნავს, მიზნად დაუნის სინდრომის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება