სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის II კლასის მოსწავლეებმა თეატრის სცენაზე გაცოცხლებული მაუგლის თავგადასავალი ნახეს
02-04-2025
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის II კლასის მოსწავლეებისთვის შემცნებით-გასართობი ექსკურსიების ფარგლებში, მორიგი გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

სკოლა-გიმნაზიის II კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ნარგიზა შელიას ხელმძღვანელობით, თეატრ „მეორე სახლს“ ეწვივნენ, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ, სცენაზე გაცოცხლებული ჯუნგლების საოცარი ისტორია – სპექტაკლი „მაუგლი“ ეხილათ.

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით და სიხარულით მიადევნეს თვალი რადიარდ კიპლინგის ცნობილი ნაწარმოების მიხედვით დადგმულ წარმოდგენას.

სპექტაკლმა ბავშვებს ჯუნგლის კანონები, მეგობრობის ძალა და სიკეთის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეახსენა. 

მაუგლის თავგადასავალი სცენაზე შთამბეჭდავად გაცოცხლდა, რამაც პატარა მაყურებელი მოაჯადოვა. 

თეატრალური ვიზიტი მხოლოდ გასართობი კი არა, შემეცნებითი გამოცდილებაც იყო.

ეს დაუვიწყარი დღე მოსწავლეებისთვის კიდევ ერთ დასტურად იქცა, რომ თეატრი არა მხოლოდ გართობის, არამედ ფანტაზიის, ემოციებისა და ცოდნის გაღრმავების საუკეთესო საშუალებაა.

სკოლა-გიმნაზია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი შემეცნებითი ექსკურსიების ორგანიზებას, რათა ბავშვებმა კულტურისა და ხელოვნების სამყაროსთან უფრო მჭიდრო კავშირი დაამყარონ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება