მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მათემატიკა ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მეცნიერების განვითარების საფუძველია, მისი ხარისხიანი სწავლება კი უმნიშვნელოვანესი. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეებს მათემატიკის სიყვარულს შთააგონებენ და საგნისადმი ინტერესის გასაზრდელად მრავალფეროვან აქტივობებსა თუ ღონისძიებებს მიმართავენ, ყოველდღიურ ცხოვრებაში მათემატიკის გამოყენებას ასწავლიან, საგანი კი ბავშვებისთვის სასიამოვნო და პრაქტიკულად გამოსადეგი გახდება, რაც მათ მოტივაციაზე აისახება.
სწორედ ზემოთ აღნიშნულ მიზნებს ემსახურებოდა მათემატიკის კვირეული, რომელიც სკოლაში მეტად საინტერესოდ წარიმართა.
სასკოლო კვირეულის ფარგლებში, სკოლა-გიმნაზიის ქართული ლიტერატურის კაბინეტში მათემატიკის მეცნიერებათა კათედრისა და მათემატიკის მოყვარულთა კლუბის ინიციატივით, გაიმართა საინტერესო შეხვედრა სახელწოდებით - „ყველაფერი მათემატიკის შესახებ“...
გიმნაზიას სტუმრობდნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი რევაზ (ივერი) კაკუბავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის მიმართულების პროფესორი ოთარ ჭკადუა.
საქართველის ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მაია ბენია და მათემატიკის დოქტორანტი ნანი სალია.
სტუმრებმა ისაუბრეს მათემატიკური მეცნიერებების მნიშვნელობაზე, მის პოპულარიზაციაზე, ხაზი გაესვა იმას, რომ მოსწავლეების მომავალი პროფესიის არჩევა მნიშვნელოვანი ეტაპია ახალგაზრდებისთვის, ვინაიდან ის გავლენას ახდენს შემდგომ წლებში მათ პროფესიულ ცხოვრებაზე, განსაზღვრავს პროფესიული უნარ-ჩვევების ფორმირებისა და პროფესიულ სფეროში განვითარების შესაძლებლობებს.
სტუმრებმა უპასუხეს მოსწავლეთა შეკითხვებს და მოუწოდეს მათ კიდევ უფრო მეტად დაინტერესდნენ მათემატიკის შესწავლით, რაც ხელს შეუწყობს აზროვნების განვითარებას. საუბარი შეეხო წარსულში, ქართული მათემატიკური სკოლის დიდ წარმატებებს, მათემატიკის სწავლების თანამედროვე გამოწვევებს, ხელოვნურ ინტელექტს.
გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ მადლობა გადაუხადა მეცნიერებს სტუმრობისთვის და მომავალში, თანამშრომლობის გაგრძელება შესთავაზა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.