TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული საგანმანათლებლო აქტივობები გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში
01-04-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას შეუერთდა. 

21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სკოლაში გაიმართა არაერთი შემეცნებითი აქტივობა, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ინკლუზიური გარემოს მნიშვნელობის გაცნობა, სოლიდარობის გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება.

აქტივობები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატები და ნახატები გამოფინეს. მათ სიმბოლური აქციებით მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საზოგადოებაში თანასწორობისა და სიყვარულის მნიშვნელობას.

მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეების ემპათიის, ტოლერანტობისა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინკლუზიური განათლებისთვის.

სკოლა მომავალშიც გეგმავს მსგავსი აქტივობების გაგრძელებას, რათა თითოეულმა მოსწავლემ იგრძნოს ინკლუზიურობის ძალა და შეიტანოს წვლილი საზოგადოების ჰარმონიულ განვითარებაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება