სიახლეები
სკოლები

„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ მოსწავლეები საერთაშორისო კონფერენციებში აქტიურად მონაწილეობენ
25-03-2025
-
+


ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა“ მოსწავლეებს საერთაშორისო დონის ხარისხიან განათლებას აძლევს, ახალგაზრდები კი ცოდნას მსოფლიო ასპარეზზე წარმატებით წარმოაჩენენ. 

მოსწავლეებს საქართველოს სახელით აქტიურად არიან ჩართულნი საერთაშორისო კონფერენციებსა და ღონისძიებებში. 

ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლების მოსწავლეები ყოველწლიურად მონაწილეობენ გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაში (MUN).

წელს, GAS და GAHS კონფერენციაზე 38-წევრიანი დელეგაციით იყო წარმოდგენილი.

MUN ერთ-ერთი პრესტიჟული კონფერენციაა, რომელიც მოსწავლეებს უნიკალურ უნარებს სძენს:

  • ლიდერობა და დიპლომატია – მოსწავლეები იძენენ მოლაპარაკებების წარმოების, კონფლიქტების მოგვარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების უნარებს;
  • საჯარო გამოსვლები და დებატები – მონაწილეები ხდებიან უფრო თავდაჯერებულები, სწავლობენ საკუთარ პოზიციის დაცვასა და ეფექტურ კომუნიკაციას;
  • კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა – MUN ხელს უწყობს ანალიტიკურ აზროვნებას და მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს იმსჯელონ და მოამზადონ რეალურ პრობლემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები;
  • გლობალური ხედვა და ახალი კონტაქტები – დელეგატები ურთიერთობენ თანატოლებთან სხვადასხვა ქვეყნიდან, აფართოებენ კულტურულ ჰორიზონტებს და ამყარებენ საერთაშორისო კავშირებს;
  • აკადემიური და კარიერული უპირატესობა – უნივერსიტეტები და დამსაქმებლები მაღალ შეფასებას აძლევენ MUN-ის გამოცდილებას, რადგან ეს ადასტურებს ძლიერი კვლევითი, კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარების ქონას.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაეროს მოდელირების კონფერენცია გარდა იმისა რომ მოსწავლეებისთვის იქცა უნიკალური აკადემიურ გამოცდილებად, მათთვის ნიუ იორკსა და ვაშინგტონში დაუვიწყარი ტურები მოეწყო. 

„გაეროს მოდელირების კონფერენცია -NHSMUN არა მხოლოდ აკადემიური განვითარების, არამედ ახალი კულტურების, ქალაქების და ისტორიული ადგილების აღმოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობაა!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

2025 წელს GAHS & GAS-ს დელეგატებმა ნიუ იორკისა და ვაშინგტონის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს:

  • ნიუ იორკი – დიდი ვაშლის ჯადოსნური ატმოსფერო;
  • მანჰეტენი და ბრუკლინი – მოსწავლეებმა ფეხით მოიარეს ქალაქის ულამაზესი უბნები ცათამბჯენებით;
  • ელის კუნძული და თავისუფლების ქანდაკება – გემით გასეირნებისას დელეგატებმა იხილეს ამერიკის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო – თავისუფლების ქანდაკება და შეიტყვეს ემიგრაციის ისტორიის შესახებ;
  • Summit One Vanderbilt – სტუდენტები ამ მულტიმედიურ ცათამბჯენში აღფრთოვანდნენ პანორამული ხედებით და უნიკალური სარკის ეფექტებით;
  • გაეროს შტაბბინა – მომავალი დიპლომატებისთვის დაუვიწყარი ტური, სადაც გაეცნენ საერთაშორისო პოლიტიკის ფუნქციონირებას და გლობალურ გამოწვევებზე მუშაობის პროცესს;
  • American Museum of Natural History  
    The Metroplitan Museum of Art (The MET) - HAHS & GAS -ის დელეგატებმა იხილეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნების კოლექცია, მოინახულეს ეგვიპტური ტაძარი, რენესანსის შედევრები და კულტურული საგანძური სხვადასხვა ეპოქიდან;
  • times square & broadway – მოსწავლეებმა შეიგრძნეს ნიუ იორკის ენერგია, დაინახეს თვალისმომჭრელი რეკლამები და მოინახულეს ცნობილი თეატრალური უბანი;
  • ვაშინგტონი – ამერიკის ისტორიის გულში!
  • თეთრი სახლი – აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენცია და ამერიკული დემოკრატიის სიმბოლო;
  • კონგრესის შენობა  – მოსწავლეებმა ნახეს აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ისტორიული და არქიტექტურული მშვენება;
  • National Mall and Memorial Parks – გასეირნება ისტორიული ძეგლების ალეაზე;
  • ლინკოლნის მემორიალი – ადგილი, სადაც მარტინ ლუთერ კინგმა თავისი ცნობილი სიტყვით გამოსვლა გამართა;
  • ვაშინგტონის მონუმენტი – 169-მეტრიანი ობელისკი, რომელიც აშშ-ის პირველ პრეზიდენტს ეძღვნება;
  • Reflecting pool & WWII Memorial - მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების უკვდავყოფა;
  • National Museum of Natural History & Air and Space Museum – ფანტასტიკური გამოფენები მეცნიერებისა და კოსმოსის მოყვარულთათვის;
  • აკადემიური გამოწვევები, ახალი მეგობრები და დაუვიწყარი მოგზაურობა – GAHS & GAS-ის დელეგაციისთვის ეს გამოცდილება ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი იყო!

„MUN არა მხოლოდ განათლების, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილების მიღების საუკეთესო შესაძლებლობაა“,- ხაზგასმით აღნიშნავენ სკოლაში.

GAHS და GAS-ის მოსწავლეები ასევე სტუმრობდნენ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელს, სადაც მონაწილეობენ ჰარვარდის მოდელირების კონგრესში.

ჰარვარდის მოდელირების კონგრესი (HMCE) დაარსდა 1988 წელს და ის  არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სამოქალაქო ჩართულობის კონფერენცია სკოლის მოსწავლეებისათვის.

კონფერენციას ატარებენ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

38 წლის განმავლობაში ჰარვარდის მოდელირების კონგრესი (HMCE) გახდა ევროპაში პირველი სამთავრობო სიმულაციების კონფერენცია, რომელშიც ყოველწლიურად 400-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეა ჩართული.

კონფერენცია შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს მონაწილეობა მიიღონ დებატებში ყველაზე აქტუალურ თანამედროვე პრობლემებზე და სიმულაციის საშუალებით მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების თანამონაწილენი გახდნენ. 

ჰარვარდის მოდელირების კონგრესი მოიცავს აშშ-ს კონგრესის კომიტეტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოდელირებას. 

ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები არიან შემდეგი კომიტეტებისა და ორგანიზაციების წევრები: 
✔ NATO 
✔ SENATE HELP
✔ House SST
✔ Media 
✔ G20 
✔ WHO
✔ Historical Committee
✔ World Bank 
✔ European Council
✔ UNHRC
✔ House Homeland

კონფერენცია 14-17 მარტს გაგრძელდა და მოსწავლეებისთვის მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. მოსწავლეები ეწვევნენ ევროპის პარლამენტს და მოინახულეს ბრიუსელის სხვა ღირსშესანიშნაობები. 

„ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია არაფორმალური განათლების მიმართულებით.  GAHS და GAS მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ მსგავს პროექტებში, გაიუმჯობესონ მეტყველების, კომუნიკაციისა და სხვა მნიშვნელოვანი უნარები“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო  და ფოტომასალა სრულად 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სად უნდა წარადგინოთ ფორმა N100 თუ გამოცდაზე სპეციალური პირობების შექმანს საჭიროებთ

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა, პედაგოგის აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ

კვირეულის ინიციატორი გახლდათ სპეცპედაგოგი ლია ღორღანაშვილი, რომელმაც ბიოლოგიის მასწავლებლის, მანანა გზირიშვილის აქტიური ჩართულობით შემეცნებითი აქტივობები წარმოადგინა

„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება გახდეს უფრო მგრძნობიარე, ჰქონდეს მეტი მიმღებლობა და იყოს მზად მხარდაჭერისთვის“
ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ნამუშევრები დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება