მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
სკოლაში წყლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ეკოკლუბმა - „მწვანე მომავალი“, მე-11ა კლასის მოსწავლეთა ჩართულობით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა წყლის მნიშვნელობის გააზრება და მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს მსოფლიო წყლის რესურსების მდგომარეობაზე, ასევე იმ საფრთხეებზე, რაც გამოწვეულია გაუფრთხილებელი მოხმარებით.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, რომლებიც ასახავდა წყლის რესურსების დაზოგვის გზებსა და სარგებლიან პრაქტიკებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
განიხილეს, როგორ შეიძლება წყლის დაზოგვა მცირე, მაგრამ ეფექტური ნაბიჯებით.
ღონისძიებამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თოვლი, წვიმა, ძლიერი ქარი... - როდემდე გაგრძელდება უამინდობა
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - რა ცვლილებების შეტანა შეგილიათ 10 აპრილის ჩათვლით სარეგისტრაციო განაცხადში
ცხუმარის საჯარო სკოლის გუნდმა მაგიდის ჩოგბურთის ტურნირში საპრიზო ადგილი დაიკავა
საბუეს საჯარო სკოლაში სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შიდა სასკოლო შეჯიბრება გაიმართა ფრენბურთში