სიახლეები
სიახლეები

ვისთვის არის სავალდებულო ატესტატის გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიტანა და რა ვადებში 
06-04-2025
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ასახელებს იმ აბიტურიენტების კატეგორიებს რომლებისთვისაც ატესტატის ცენტრში მიტანა სავალდებულო იქნება.

თუ თქვენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეთ 2011 წლამდე, 2025 წლის 11 აგვისტოს 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (eflow) გამოყენებით.


გაითვალისწინეთ: ცენტრი იტოვებს შესაძლებლობას, აბიტურიენტის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების შესახებ ინფორმაციის მოუძიებლობის შემთხვევაში, აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის ცენტრში წარმოდგენა! ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტის საგამოცდო ბარათზე დატანილი იქნება მოთხოვნა ატესტატის ცენტრში წარმოდგენის თაობაზე. 

ამდენად, აბიტურიენტს ატესტატის ცენტრში წარმოდგენის ვალდებულება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის საგამოცდო ბარათზე მითითებულია ამის შესახებ. 

აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღეს, 2025 წლის 11 აგვისტოს 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ სრული ზოგადი განათლების აღიარების დოკუმენტი.

აბიტურიენტებმა, რომლებსაც აქვთ საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას), 2025 წლის 11 აგვისტოს 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება მათ მიერ დასრულებული, საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების შესაძლებლობა.


აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება უცხო ქვეყანაში მიიღეს, სრული ზოგადი განათლების აღიარების დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ 11 აგვისტოს 18:00 საათამდე.


ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციას გაივლის, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვალდებულია, 11 აგვისტოს 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.


ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციას გაივლის როგორც საქართველოს მოქალაქე, უფლება აქვს 1 აგვისტომდე განაცხადოს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ცენტრში წარადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი;


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„გარკვეულ შემთხვევებში სკოლებში ვიდეომონიტორინგი მიმდინარეობს  საკლასო ოთახებში“ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიში

ვისთვის არის სავალდებულო ატესტატის გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიტანა და რა ვადებში 

ყოველ თვე 100 ლარს 18 წლამდე ასაკის ბავშვები მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი

სწავლებისა და განვითარების თეორიები, რომლებიც საბაზო პროფესიული უნარების გამოცდაზე მოეთხოვებათ მასწავლებლებს

როგორი იქნება განახლებული ოქროსა და ვერცხლის მედლები წარჩინებული მოსწავლეებისთვის  - დიზაინი ცნობილია

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის პედაგოგი ნათია აბურჯანია პასუხობს
 
სკოლები
„როგორც ქართველმა, ქართულის მასწავლებელმა და ქართული სკოლის ხელმძღვანელმა, მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო სკოლის დამფუძნებელსა და დირექტორს“...
 

სკოლის სპორტულ დარბაზს ჩაუტარდა კოსმეტიკური სამღებრო სამუშაოები

„ხელოვნების ძალა“ - საინტერესო და შემოქმედებითი გაკვეთილი ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგმა, სალომე კვირკველიამ ჩაატარა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება