სიახლეები
სკოლები

დეხვირის საჯარო სკოლაში ექთანმა ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი პრეზენტაცია ჩაატარა
28-03-2025
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ამჯერად, სკოლაში ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ. 

თარიღთან დაკავშირებით, საინტერესო, შემეცნებითი პრეზენტაცია ჩაატარა სკოლის ექთანმა - სოფო ჩაფჩიძემ.

მან დამსწრე საზოგადოებას ამომწურავად გააცნო დაავადების გამომწვევი მიზეზები და პრევენციის გზები, რისი გათვალისწინების შემდეგ -  ჩვენი გარემო გახდება მეტად უსაფრთხო ერთმანეთისთვის.

„ავამაღლოთ ცნობიერება, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას!“ - სლოგანად გასდევდა ეს სიტყვები ღონისძიებას. 

24 მარტს, ყოველწლიურად, ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომლის მიზანი დაავადებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სტიგმის დაძლევაა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

112-ში არასრულწლოვნის ცრუ ზარისთვის მშობელი დაჯარიმდება - ცვლილებები 1-ელი აპრილიდან  ამოქმედდა

რა ენებზეა ეროვნული გამოცდების ჩაბარება შესაძლებელი - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

ხუთი მთავარი რჩევა NAEC-ისგან - ეს უნდა გაითვალისწინოთ...

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას

„მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის“ - ასე გამოეხმაურა ბოდბისხევის საჯარო სკოლა პროექტის ავტორებსა და თითოეულ მონაწილეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება