| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. შემოქმედებითი ბუნების დავალებები მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა და სასიხარულოა, რომ მათ შესრულებას ისინი დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან.
ახლახან, პირველკლასელებმა იმუშავეს მეტად საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე, რომლის თემა გახლდათ „ჩიტის ბუდე“.
მოსწავლეებმა პოსტერი შექმნეს და ბუნების, ფრინველების, ცხოველების დაცვის საჭიროება გამოხატეს.
აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ეკოლოგიური განათლების გაღრმავება, ბუნების დაცვის მნიშვნელობის გაცნობიერება და კრეატიული უნარების განვითარება.
დავალება იყო მეტად საინტერესო და შინაარსიანი.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს