მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის სკოლის I კლასის მოსწავლეებმა შემეცნებით-გასართობი გაკვეთილის ფარგლებში გზაზე უსაფრთხოდ მოძრაობის წესები შეისწავლეს.
პედაგოგმა ინტერაქტიული და სახალისო აქტივობებით ბავშვებს მარტივი და გასაგები ფორმით გააცნო გზაზე უსაფრთხოდ მოძრაობის წესები.
გაკვეთილი „ვსწავლობთ თამაშით“ მეთოდით წარიმართა, რაც მოსწავლეებისთვის მარტივად აღსაქმელი და სახალისო აღმოჩნდა.
ბავშვებმა იმიტირებული საგზაო ნიშნების გამოყენებით შეისწავლეს მათი მნიშვნელობა, გაითამაშეს სხვადასხვა სიტუაციები და იმუშავეს გუნდურად.
მათ შეიტყვეს, როგორ უნდა გადავიდნენ „ზებრა გადასასვლელზე“, როგორ უნდა გამოიყენონ შუქნიშანი და რა წესებს უნდა იცავდნენ გზაზე უსაფრთხოდ გადაადგილებისას.
აქტივობების დროს ბავშვები მონაწილეობდნენ როლურ თამაშებში, რაც დაეხმარათ საგზაო მოძრაობის წესების უკეთ გააზრებაში.
გაკვეთილმა ბავშვებში პასუხისმგებლობის შეგრძნება გაუმძაფრა და უსაფრთხო გადაადგილების მნიშვნელობის გააზრებაში დაეხმარა.
სკოლა გააგრძელებს მსგავს საგანმანათლებლო აქტივობებს, რათა ბავშვებმა თამაშით, სახალისო და მეგობრულ გარემოში მიიღონ მნიშვნელოვანი ცოდნა, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო 1, ვიდეო 2, ვიდეო 3, ვიდეო 4
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.