მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან და აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა ეკოაქტივობაში.
სკოლის VIა კლასის მოსწავლეები, დამრიგებელის - მარიკა თვარაძის ხელმძღვანელობით, აქტიურად თანამშრომლობენ არასამთავრობო ორგანიზაციასთან - „საბუკო“, რომელიც ბუნების კონსერვაციის მსოფლიო ორგანიზაციის - BirdLife International-ის ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციას წარმოადგენს.
„საბუკოს“ მიზანი ველური ბუნების ბიომრავალფეროვნების დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობაა.
ბავშვებმა ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული არაერთი საინტერესო, ინტერაქციული, შემეცნებით-გასართობი აქტივობა განახორციელეს.
„შემოდგომის გამოწვევის“ მეხუთე, ფინალური აქტივობის ფარგლებში მათ თანატოლგანმანათლებლის როლი მოირგეს და წარმატებით განახორციელეს აქტივობა - „ლეოპარდის კამპანია“, რომელიც მიზნად ისახავდა სასკოლო თემში, ბუნების ქარიზმატულ სახეობაზე, ლეოპარდზე, ცნობიერების ამაღლებას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალები და სარეგისტრაციო ბმული
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას